გთხოვთ, მიიღეთ ობიექტური გადაწყვეტილება, გაუშვით ეს ოქროსავით ბიჭები და ცრუ მოწმეებს ნუ მოიყვანთ, – აღნიშნულის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.
მისი თქმით, არც თავად მოსამართლეებს სჯერათ, რომ ეს ბიჭები კვლავ რამეს დააშავებენ და მათი პროტესტი აბსოლუტურად გულწრფელი იყო.
დღეს ამ ბიჭებს რომ ვუყურებ, გული მაქვს გახეთქვაზე. მეგონა, რომ დღევანდელი ხელისუფლება უფრო ემპათიური იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ ესმით, დღეს რა უბედურების წინაშე ვდგავართ, ასე ძალით მართო ქვეყანა, დაიჭირო ეს ოქროსავით ბიჭები, რატომ არ უშვებთ?.
მინდა, მოსამართლეებს მივმართო და ვთხოვო, რატომ აჩერებთ ამ ბავშვებს, მართლა გჯერათ, რომ ჯგუფურია ეს დანაშაული? ცოტა ადამიანურად განეწყეთ ამ ადამიანების მიმართ, მართლა ხომ არ გჯერათ, რომ ეს ადამიანები შეიკვრებიან და ხვალაც გაიმეორებენ? ეს იყო გულწრფელი პროტესტი.
ვიცი, თქვენც არ გჯერათ, რომ ეს ბავშვები კიდევ რაღაცას დააშავებენ. ხომ შეგიძლიათ, რომ ეს ჭირი მაინც მოაშოროთ ქვეყანას, ალაგმოთ, ეს ხომ თქვენს ხელშია, გაუშვით ეს ადამიანები 12 -ში, ძალიან გთხოვთ, მიიღეთ ობიექტური გადაწყვეტილება და ცრუმოწმეებს ნუ მოიყვანთ“, – განაცხადა ირმა სოხაძემ.