ქართველი ვლოგერი გიორგი ჯობავა ეკვადორში გაძარცვეს.
როგორც მისი მეუღლე, სალი წვერავა სოციალურ ქსელში წერს, გიორგი დამაძინებლებით გააბრუეს.
სალის თქმით, მან მეუღლეს ტელეფონის თანხა გადაურიცხა, რის შემდეგად გიორგი ამაზონის ჯუნგლებში ვიდეოს გადასაღებად მაინც გაემგზავრა.
„ახალი ტელეფონი ვუყიდე რომ გზა გააგრძელოს და აუცილებლად გააგრძელებს.
გული ლამის გამისკდა, როდესაც ეს ვიდეო ვნახე. ეს არის გიდი, რომელმაც არ მიატოვა. ადამიანობის მაგალითი. გიო როგორი გათიშულია. ამ ადამიანმა არ მიგვატოვა. ყველაფერი აუცილებლად იქნება კარგად. უბრალოდ გული მეწვის, გიო იღვიძებს და ეს ყველაფერი არ არის ცუდი სიზმარი, არამედ რეალობაა. ღმერთო მადლობა რომ ვუძლებ ამ ყველაფერს“, – წერს სალი წვერავა.
ვიდეო: „სიტყვებს ვერ ვუყრი თავს…მთავარია ცოცხალია“ – ვლოგერი გიორგი ჯობავა ეკვადორში გაძარცვეს