რეჟისორი და ჯგუფ „რეგიონის“ სოლისტი, ლაშა ნოზაძე პოდკასტთან „მამების დრო“ საუბრობს იმის შესახებ, რა მნიშვნელოვანი როლი აქვს მამას შვილების ცხოვრებაში.
„გული მისკდება, ბავშვის წინ რომ იგინება მშობელი. ეს მინახავს და გულში ჩამრჩა, რამ გადაუწყვიტა ამ კაცს ისე ცხოვრება, რომ შვილის წინ ადამიანს შეაგინა… შვილი გიყურებს, ვის უნდა მიბაძოს. წამოწვები და გადატრიალდები, შვილიც გადატრიალდება ცხოვრებაში. უმამოდ გაზრდილებიც ვიცი, ძალიან მაგარი ტიპები. მე და მამაჩემი ერთად ვმუშაობთ დღესაც, ჯგუფის ამბებს ალაგებს. მეცხრე კლასში მამას სიტყვას ვერ ვუცვლიდი. როგორ შეიძლება, მამას რამე უთხრა. ის სულ ჩხუბობდა და შენ სულ გეშინოდა. მე და ჩემს შვილებს ეს არ გვაქვს, კარი ღიაა… არ ეწყინოთ, მაგრამ მამებს დედებზე მეტი ჯვარი აქვთ…“
