LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გულწრფელად გითხრა? ნიაზის კონცერტზე წავალო“ – რა პროვოკაციული შეკითხვა დაუსვა ლელა წურწუმიამ შვილს და რა პასუხი მიიღო მომღერალმა მარიკოსგან

301
ლელა წურწუმია

ლელა წურწუმიას გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ გასულ ეპიზოდს მამა-შვილი, რატი და დაჩი ამაღლობლები სტუმრობდნენ.

მამა-შვილის ურთიერთობასა და პროფესიებზე საუბრის დროს, ლელა წურწუმიამ საკუთარ შვილთან, მარიკო მამულაშვილთან დაკავშირებული ერთი ეპიზოდი გაიხსენა და სახალისო ამბავი მოყვა:

„ჩემი შვილი ჩემს კონცერტებზე არ დადიოდა, ახლა დაიწყო სიარული, განსაკუთრებულად უყვარს ნიაზ დიასამიძე და მისი შემოქმედება.

მარიკოს ცოტა ხნის წინ ვკითხე: „დედა, წარმოიდგინე მე და ნიაზს გვაქვს სოლო კონცერტები და მინდა, რომ ჩემს კონცერტზე იყო-მეთქი“, თავიდან მიპასუხა: „ჯერ ნიაზის კონცერტზე წავალ, შემდეგ შენთან მოვალო“. რომ ვკითხე, წარმოიდგინე, რომ ერთსა და იმავე დროს, სხვადასხვა ლოკაციაზე გვაქვს კონცერტები-მეთქი, მიპასუხა – „გულწრფელად გითხრა? ნიაზის კონცერტზე წავალო“.

ვიდეო: „მამა, ძალიან საყვარელი ხარ“ – როგორ ესწრება ლელა წურწუმიას შვილი დედის კონცერტს მსმენელის რანგში

😁🎶 ნიაზი თუ ლელა | ლელას პროვოკაციული შეკითხვა მარიკოს

😁🎶 ნიაზი თუ ლელა | ლელას პროვოკაციული შეკითხვა მარიკოს

Posted by მხოლოდ ლელასთან on ორშაბათი, 08 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g