ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი, ნინო ვაშაკიძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ მაყურებელს ასწავლის, თუ როგორ უნდა გამოიყენოს კვერცხი, თაფლი და რამდენიმე სხვა პროდუქტი ერთად, როგორც იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალება:
„ჩემი მეუღლის დიდმა ბებიამ წლების წინ ეს რეცეპტი მოამზადა შვილის ავადობის დროს. ვერანაირი ექიმი ვერ შველოდა, დაარქვეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. აღმოჩნდა, რომ გურიაში გავრცელებული რეცეპტი იყო – კვერცხი, შაქარი, თაფლი და კონიაკი. საკმაოდ ტკბილია და ჰგავს ბეილისს. ორ კვირაში აბსოლუტურად დაღლილი იყო ეს ადამიანი. ჩემს შვილებს ვასმევდი. შემდეგ დამავიწყდა ეს რეცეპტი, მაგრამ წლების შემდეგ სადღაც წავიკითხე, კვერცხის ნაჭუჭის გამოყენებას რომ ცდილობდნენ და გამახსენდა ეს რეცეპტი. აღმოჩნდა, რომ კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს მიკროელემენტებს იმ რაოდენობით, რაც ჩვენს ორგანიზმშია. ნაჭუჭი არ უნდა იყოს მაგარი, აპკის დონემდე უნდა დავიდეს და მისი შეწოვა ადვილად ხდება წვრილ ნაწნავში. სულ რომ ჩაგსვათ ვირუსებისა და ბაქტერიების ოკეანეში, ვერაფერი მოგერევათ, თუ მიკროლემენტების რაოდენობა შესაბამისია. გურულებმა მოიფიქრეს – ახალდადებულ სოფლის კვერცხს, ათს დებდნენ დიდ ქილაში, ზედ აწურავდნენ ლიმონს. იქვე ხდება თუხთუხი და დნობა, თუ ახალი კვერცხია და მაცივარში არ არის ჩადებული. ათი დღის განმავლობაში ერთლიტრიანი ქილა უნდა მოათავსო ბნელ ადგილას. 10-14 დღეში აღმოაჩენ, რომ კვერცხი დარჩენილია კვერცხის აპკში, დანარჩენი ჩასულია ქვევით ნალექის სახით. შემდეგ ეს კვერცხი უნდა გადმოიღო ქილიდან, მომზადებული მაქვს კონიაკი, 200 გრამი, თაფლი 200 გრამი და 10-15 ქართული ლიმონი არის საჭირო. ხუთი კვერცხის გული გვჭირდება, რომ გახეთქავთ, ცილას აგდებთ, დაიტოვებთ კვერცხის გულს, რომელიც სხვადასხვა ვიტამინს შეიცავს. გული უნდა ავთქვიფოთ 200 გრამ შაქარში, მე მოვაკელი, 100 გრამზე ჩამოვედი, მიქსერით შეგიძლიათ ათქვიფოთ… რაც დაგრჩა, ლიმონიანი ნალექი, ამასაც ასხამ ათქვეფილ კვერცხის გულში, შემდეგ ამატებთ თაფლს, შემდეგ კონიაკი. კარგად უნდა ათქვიფოთ ხის ან პლასტმატის ბოთლში. უნდა ჩაასხათ მუქ ბოთლში და ხმარების წინ უნდა შეანჯღრიოთ… სამი წლიდან ვაძლევდი ჩემს შვილებს, არასდროს გამხდარან ავად…“
