მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე „მთავარი არხის“ ეთერში 28 აპრილს გამართულ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება და მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც მომართულები არიან თავისი ქვეყნის მომავლისთვის.
თამრიკო ჭოხონელიძის თქმით, გუშინ ის საქართველო იყო რუსთაველზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ დააჩოქებს.
„დღეს განსაკუთრებულად ამაყ განწყობაზე ვარ.. არ შემიძლია რომ არ გამოვეხმაურო გუშინდელ დღეს. რაც ეს აქციები მიდის, როგორი ჯანსაღი, გააზრებული, იმედიანი აქციები ტარდება.. მაგრამ გუშინ, რაღაც საოცრება იყო, პიკი.. გუშინ ის საქართველო იყო რუსთაველზე, რომელსაც ვერ დააჩოქებთ.
აი ამ ქართველებს, ასეთ აღტყინებულს და საოცრად მომართულს თავისი ქვეყნის მომავლისთვის ვერ დააჩოქებთ. სწორედ თქვენ ხართ დაჩოქებული მონები“, – აცხადებს თამრიკო ჭოხონელიძე.