LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გვყავს ორი ჯანმრთელი შვილი – ნუკა და ნია“ – რას ამბობს ქალი, რომელსაც 20-წლიანი მოლოდინის შემდეგ ტყუპები ეყოლა

586
ნია ჩადუნელი

5 აგვისტოს, „პინეო სამედიცინო ეკოსისტემამ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა სასიხარულო ინფორმაცია წყვილის შესახებ, რომელსაც 20 წლიანი მოლოდინის შემდეგ ტყუპები – ნუკა და ნია შეეძინათ.

„20 წლიანი მოლოდინის შემდეგ ჩვენს კლინიკაში ნია და ნუკა ლუტიძეები დაიბადნენ…“ – „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

20-წლიან მოლოდინსა და ტყუპების დაბადებით გამოწვეულ უსაზღვრო ბედნიერებაზე ნიას და ნუკას დედა, ნინო ჩადუნელი საუბრობს ვიდეოში, რომელსაც „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ ავრცელებს.

„20 წელია ვცდილობთ, რომ შვილები გვყავდეს, მაგრამ ყველანაირი მცდელობისა და ყველა ცნობად ექიმთან მისვლის მიუხედავად, მოსკოვიდან დაწყებული თურქეთით დასრულებული, შედეგზე ვერ გავდიოდით.

თურქეთში რომ ჩავედი ჩემი სამი დომინანტი ფოლეკულით, ექიმმა უკან გამომაბრუნა, მითხრა: „ანალიზებით და პასუხებით ყველაფერი კარგად გაქვს და აქ პროტოკოლით ორი წელი უნდა დაგაკარგვინო, დაბრუნდი საქართველოში, ვისაც ენდობი, გააკეთე ხელოვნური განაყოფიერება, თუ არ გამოვიდა, გელოდები და სრულფასოვან კვლევას ჩავატარებთ“.

მოვაკითხე თეონა ანთიას, ამოვიღეთ ფოლეკულები და მისი წყალობით ორი ტყუპი გვყავს.

შემდეგ გადმოგვაბარა ბატონ ზაზა სინაურიძეს, რომელმაც ჩვენი ორსულობა 39 კვირამდე უპრობლემოდ მართა და ამ დრომდე უწამლოდ მომიყვანა. გვყავს ორი უჯანმრთელესი შვილი – ნუკა და ნია ნუტიძეები“, – აღნიშნავს ნინო ჩადუნელი.

„ეს არ არის მხოლოდ დაბადება – ეს არის ოცნების ასრულება, მოთმინების, რწმენის და იმედის გამარჯვება. 20 წელი სიჩუმეში, ხანგრძლივ მკურნალობაში, ბევრ მცდელობაში, ლოცვებში და უსაზღვრო მოლოდინში… და აი, დღეს ყველაფერი, ჩვენთან ერთად, ფერად რეალობად იქცა“, – წერს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ ვიდეოს აღწერაში.

@pineo.medical.eco 🩷 20 წლიანი მოლოდინის შემდეგ ჩვენს კლინიკაში ნია და ნუკა ლუტიძეები დაიბადნენ 🌸 დედიკოც და პატარებიც თავს შესანიშნავად გრძნობენ. ეს არ არის მხოლოდ დაბადება — ეს არის ოცნების ასრულება, მოთმინების, რწმენის და იმედის გამარჯვება. 20 წელი სიჩუმეში, ხანგრძლივ მკურნალობაში, ბევრ მცდელობაში, ლოცვებში და უსაზღვრო მოლოდინში… და აი, დღეს ყველაფერი, ჩვენთან ერთად, ფერად რეალობად იქცა 🎀 #დაბადება #პინეო #ხანგრძლივიმოლოდინი #ბედნიერიმშობლები ♬ original sound – Pineo Medical Ecosystem
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g