მუსიკალურ პროექტ „რანინას“ ნიჭიერი მომღერლები საზოგადოებას ძალიან შეიყვარა. პატარა მუსიკოსები საკუთარ მსმენელს ხშირად უზიარებენ არა მხოლოდ სცენაზე, არამედ მეგობრების წრეში შესრულებული სიმღერების ვიდეოებსაც.
ამჯერად, ნიკოლოზ ხარატისა და ბარბარე მახათაძის ვიდეოს ქეთო ბოლქვაძე ავრცელებს.
ბარბარე შესანიშნავად მღერის ვაჟა აზარაშვილის სიმღერას „გზები, გზები“, მას აკომპანემენტს უწევს ნიკოლოზ ხარაზი, რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ ფორტეპიანოზე ძალიან კარგად უკრავს.
ანასტასია ვასაძე და ნიკოლოზ ხარატი ცნობილ სიმღერას ასრულებენ კინოფილმიდან „ჩარი რამა“