LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გზის დაკეტვაზე კი არა ამ იუმორზე უნდა იყოს ჯარიმა და კომენტარები რატომ ჩაკეტეთ?“ – „ღამის შოუს“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება

2018
ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან“ ერთად, წამყვანის მონოლოგს სოციალური ქსელით ეხმაურება და აცხადებს, რომ „გზის დაკეტვაზე კი არა ამ იუმორზე უნდა იყოს ჯარიმა“. ნანუკას აინტერესებს, გადაცემის სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოზე „კომენტარები რატომ ჩაკეტეს“.

„გზის დაკეტვაზე კი არა ამ იუმორზე უნდა იყოს ჯარიმა და კომენტარები რატომ ჩაკეტეთ? :)“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გადაცემა „ღამის შოუს“ წამყვანი გიორგი გაბუნია საკუთარ მონოლოგში აცხადებს, რომ:

„კანონმორჩილი ნანუკა ჟორჟოლიანი გზის უკანონო გადაკეტვისთვის დააჯარიმეს. ნანუკამ დახედა 5 ათას ლარიან ქვითარს და თქვა: „ეჰ, რა ქვეყანა დაგვინგრიეს, „ნაციონალების“ დროს ამას ვინ გამიბედავდაო“. მაგრამ იქვე დაიმუქრა, არა უშავს, მოვა დრო და ვინც გზა არ გადაკეტა იმათ დაგაჯარიმებთო. არა, ყველაფერზე სიცილი არ შეიძლება, მართლა, გულწრფელად შემეცოდა ნანუკა. გასაგებია, რომ კანონის წინაშე ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი მაგრამ, ნანუკას მსგავსმა უბრალო ადამიანებმა რა დააშავეს ნუ?…

მოკლედ, ნანუკა ჟორჟოლიანი გზას კეტავს და მერე წუწუნებს ქვეყანაში საცობებიაო“, – ამბობს გიორგი გაბუნია თავის მონოლოგში.

ნინო წილოსანი: „ვანოს შოუს ჩემი პერსონაჟის შემოყვანამაც ვერ უშველა ხო?!“

ცნობისთვის, წილოსანის პერსონაჟს „ვანოს შოუში“ იუმორისტი თამარ ლეკვეიშვილი ასრულებს – სკეტჩმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g