რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო მედია ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის განქორწინების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მოიცვა.
ახლა მედიის განსაკუთრებული ყურადღება 31 წლის არტისტის „ინსტაგრამ“ გვერდისკენაა მიმართული. ჯასტინმა რამდენიმე საათის წინ უცნაური და გამომწერებისთვის აუხსნელი პოსტები გაავრცელა.
ცნობისთვის, წყვილის განქორწინებაზე რამდენიმე ფაქტი მიუთითებს: ჯასტინმა „მამის დღეს“ სოციალურ ქსელში გაურკვეველი პოსტები გამოაქვეყნა და მალევე წაშალა. ჰეილიმ კი დაწერა, „მამის დღე – უბედურებაა“ და წაშალა მეუღლესთან გადაღებული ყველა საერთო ფოტო.