LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Huawei-მ შექმნა რობოტიზირებული ხელი ელექტროქარების დასამუხტად

133
Huawei-მ შექმნა რობოტიზირებული ხელი ელექტროქარების დასამუხტად

ნახეთ, თუ როგორ მუხტავს ელექტროქარს Huawei-ს რობოტიზირებული ხელი. ჩინურმა IT-გიგანტმა შექმნა ავტონომიური ხელი-მანიპულატორი, რომელსაც ელექტრომობილის დამუხტვა დამოუკიდებლად, მძღოლის მონაწილეობის გარეშე შეუძლია. მოწყობილობის მუშაობის დემონსტრირებისთვის კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ხელი სედან MAextro S800-ს ავტომატურად უკავშირდება. S800 დაპარკინგებასაც დამოუკიდებლად ახერხებს.

ინოვაციური ხელი-რობოტით Huawei-ს ყველაზე მძლავრი სადგური აღჭურვეს, ამ სადგურის სიმძლავრე 600 კილოვატია. თეორიულად, მას 100 კილოვატ საათიანი სიმძლავრის ელემენტის დამუხტვა 10 წუთში შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები