Huawei-ისა და JAC Motors-ის მიერ შექმნილი პრემიუმ სედანი Maextro S800 ჩინეთის ძვირად ღირებული ავტომობილების სეგმენტის ლიდერი გახდა.
2026 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში Maextro S800-ის 5 465 ერთეული გაიყიდა, მაშინ როცა მეორე ადგილზე გასულ Mercedes-Maybach S-Class-ს მხოლოდ 3 012 მყიდველი ჰყავდა. მესამე პოზიციაზე BMW 7 Series გავიდა – 2 976 გაყიდული ავტომობილით.
CarNewsChina-ს ინფორმაციით, საუბარია ჩინეთის ბაზარზე 700 ათას იუანზე (დაახლოებით 103 ათასი დოლარი) ძვირად ღირებულ სედანებსა და ლიფტბეკებზე.
რეიტინგში ევროპულ მოდელებთან ერთად მხოლოდ სამი ჩინური ავტომობილი მოხვდა. მათ შორის არიან ასევე Nio ET9 და Yangwang U7.
ამავე პერიოდში გაყიდვებით ტოპ-ათეულში შევიდნენ ჩვეულებრივი Mercedes-Benz S-Class, Audi A8, Porsche Panamera და Porsche Taycan-იც.