Huawei-მ უთხელესი ლეპტოპი გამოუშვა. ეს გახლავთ დასაკეცი ლეპტოპი, MateBook Fold, რომელიც სულ რაღაც 7.3 მმ. სისქისაა, ხოლო დაკეცილ მდგომარეობაში 14.9 მმ.მდე იზრდება.
მოწყობილობა მხოლოდ 1.16 კგ-ს იწონის, მისი OLED ეკრანი კი 3.3K გარჩევადობას გვთავაზობს. რაც შეეხება სიკაშკაშეს, 1600 ნიტამდე ანათებს. ლეპტოპს 32 GB ოპერატიული და 2-ტერაბაიტიანი მეხსიერებაც აქვს.
ამ ეტაპზე Huawei-ის უთხელესი დასაკეცი ლეპტოპი MateBook Fold მხოლოდ ჩინეთში იქნება ხელმისაწვდომი. ფასი 3300 დოლარია.



