LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Hyundai-მ ოლიმპიურ ჩემპიონს გამონაბოლქვი ასუნთქა

58
hnd-chmp-news

კომპანია Hyundai-მ გადაწყვიტა რომ თავისი ეკოლოგიურობა უჩვეულო გზით დაემტკიცებინა. კროსოვერი NExo-ს მაყუჩი დახურულ სივრცეს მიუერთეს და ოთახში ესპანელმა მოცურავემ – მირეა ბელმონტე გარსიამ კარდიო-ვარჯიში ჩაატარა. მანამ სანამ Hyundai Nexo-ს ძრავი უქმ სვლაზე მუშაობდა, სპორტსმენი სარბენ ბილიკზე დარბოდა.

ოლიმპიური ჩემპიონის ჯანმრთელობას არაფერი დამუქრებია. Nexo-ს აგრეგატი მავნე ნივთიერებებს საერთოდ არ გამოყოფს. ძრავი იმდენად იწმინდება რომ გარსია ქუჩის ჰაერზე ბევრად სუფთა ჰაერს სუნთქავდა.

აღსანიშნავია, რომ ავტომწარმოებელმა ექსპერიმენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატარა და სპეციალისტები მსგავსი ტრიუკის სახლის პირობებში ჩატარებისგან ყველას თავის შეკავებას ურჩევენ.

Hyundai Nexo-ს ძრავი 154 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ელექტრომობილის სვლის მარაგი 600 კილომეტრია და მის დამუხტვას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g