კროსოვერი Hyundai Tucson–ის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება და სამხრეთ კორეული ბრენდი ინტერესის გაღვივებას აგრძელებს. ამჯერად მწარმოებელმა გაავრცელა ვიდეო, სადაც Tucson ფინალურ საგზაო ცდებს გადის.
ტესტების დროს კროსოვერმა თავისი შესაძლებლობები უგზოობაში აჩვენა, მას მძიმე ტვირთის ბუქსირება და სხვადასხვა წინააღმდეგობების გადალახვაც მოუხდა. გარდა ამისა, Tucson–ის სისტემა ნიურბურგრინგის ტრასაზე და ასევე ალპების მთებშიც გამოსცადეს. პილოტებმა დამხმარე ელექტორნული ასისტენტებიც შეამოწმეს და მათი მუშაობით კმაყოფილები დარჩნენ.
ახალი კროსოვერის ვიზუალი ინტერნეტში არაერთხელ გავრცელდა, ამიტომ დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვიდეოში ის სრული კამუფლაჟითაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს, მოდელი 1,6 ლიტრის მოცულობის „ტურბო–ოთხიანს“ მიიღებს და აგრეგატს 183 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. ევროპულ ბაზარზე გამოჩნდება ასევე კოროსვერის მეორე ვერსია, რომელიც 2,5 ლიტრის მოცულობის ძრავით იქნება აღჭურვილი და 294 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს.
