იცნობდეთ, – წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და დაპატიმრებული თორნიკე გოშაძის დედის მიმართვას აზიარებს.
თორნიკე გოშაძის დედის, მარია კობახიძის განცხადებით, ის საკუთარი შვილით მუდამ იამაყებს.
„ესენი ადამიანები არ არიან, არამედ დიდი საქონლები. მე ჩემი შვილით მუდამ ვიამაყებ, ხოლო იმათ შვილებს კი საკუთარი მშობლების შერცხვებათ. თორნიკე, დედი ძალიან გავნერვიულდი, თუ მისმენ ახლა, არ ინერვიულო, ხომ იცი ჩემი ემოციები. ხომ იცი, როგორი ძლიერი ადამიანი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს გვერდზე იყო. ვამაყობ შენით. საქართველო და მსოფლიო თქვენს გვერდზეა“, – ამბობს მარია კობახიძე.
ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რვავე ბრალდებული – ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა. მან გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ სათათბიროდ არც კი გასულა.
გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.