ილონ მასკი ტეხასში მდებარე „ტესლას“ ქარხანას ეწვია და ჯერ კიდევ ბოლომდე არ აშენებული ტერიტორია ელექტროქარი Cybertruck–ით მოიარა. მასკის ვიზიტის შემდეგ ქსელში პიკაპის ფოტოები, მათ შორის სალონის აქამდე უცნობი კადრებიც გავრცელდა.
„ტესლამ“ 2021 წლის დასაწყისში გაანცხადა, რომ Tesla Cybertruck–ის სერიულ ვერსიაზე მუშაობა დასრულებული იყო. ინჟინრებმა ელექტროპიკაპის საბოლოო დიზაინი დაამტკიცეს და ის შესაძლოა კონვეიერზე ამ წლის ბოლომდე შედგეს. თუმცა, ქარხანაში მასკი ყველასთვის კარგად ნაცნობი ძველი პროტოტიპით მივიდა, ეს პროტოტიპი საზოგადოებამ 2019 წელს იხილა.
პროტოტიპის სალონში შტურვალია დაყენებული, ზუსტად ისეთი როგორიც განახლებულმა Tesla Model S–მა მიიღო. ეს დეტალი ბევრ კითხვას აჩენს და ბევრი მომხმარებელი ეჭვობს, რომ სერიულ ავტომობილში საჭის ასეთი მექანიზმის დაყენება ლეგალური არ არის. აშშ–ს საგზაო მოძრაობის ნაციონალური მართვის სააგენტოში ვერ ჩამოყალიბდნენ, შეეფერება თუ არა ასეთი საჭე სატრანსპორტო უსაფრთხოების სტანდარტებს და ავტომწარმოებელს დამატებითი ინფორმაცია გამოსთხოვეს.
Video from Snapchat, already looks like Mars!! pic.twitter.com/9kqu6P9GPw
— Savage (@bjteedj11) April 16, 2021