როგორც ჩანს, ილონ მასკმა უცნაური პიკაპი Cybertruck საყურებლად არ შექმნა და მის აქტიურად გამოყენებას აპირებს. ავტომობილის პრემიერიდან 3 კვირის შემდეგ მილიარდელი მალიბუში ახალი შედევრით გამოჩნდა.
მასკი თავის მეგობარ გოგონასთან და რამდენიმე მეგობართან ერთად რესტორნაში იმყოფებოდა, გრანდიოზული პიკაპიც იქვე დააპარგინდა. ბუნებრივია, „ტესლას“ ახალმა სიგიჟემ დიდი ყურადღება მიიქცია და მანამ სანამ მასკი ვახშამს მიირთმევდა, ავტომობილთან ათობით ადამიანი შეიკრიბა.
შეგახსენებთ, რომ Tesla–მ თავისი Cybertruck 22 ნოემბერს წარადგინდა და 2 დღეში 150 ათასამდე წინასწარი შეკვეთაც მიიღო. ავტომობილის ფასი 39 900 დოლარიდან დაიწყება და გაუმჯობესებული ვერსია 69 900 დოლარი ეღირება.

