LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „იმ არენაზე ვიმღერებ, სადაც Super Bowl ჩატარდება!“ – რა ამბავს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძე

132
ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე 8 დეკემბერს აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს SoFi Stadium-ზე შეასრულებს.

ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს გვიზიარებს.

„ჯერ Dodgers-ზე ვიმღერე, მერე Lakers-ზე, შემდეგ Yankees-ზე…

და ახლა NFL Monday Night Football, SoFi Stadium-ში…იმ არენაზე, სადაც Super Bowl ჩატარდება!! Crazyyy… 

3 აპრილს SoFi სტადიონზე ვიდექი და ხმამაღლა ვთქვი: „აქ ჰიმნი უნდა შევასრულო.“

არც ვიცოდი როდის ან როგორ…უბრალოდ სულში ვგრძნობდი.

მე შევასრულებ აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს NFL Monday Night Football-ზე, Chargers vs. Eagles თამაშზე 8 დეკემბერს, SoFi Stadium-ზე

აი, ასე გამოიყურება ნდობა შენს გზასთან.

ერთხელ რომ იტყვი რაღაცას, სამყაროს შენზე ხმამაღლა ესმის, ვიდრე შენ ფიქრობ.

უშუალოდ, გულით, მადლიერი ვარ ყველაფრისთვის.

ვერ ვითმენ ისე ველოდები ამ სტადიონზე დადგომას! შევხვდებით 8 დეკემბერს!“ – წერს ნუცა ბუზალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g