LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „იმიტომ რომ ფული არ მქონია, ფეხით წავსულვარ…შეყვარებული ამომყავს სახლში და მინდა გავაცნო და მხვდება დასვრილი“ – რას ჰყვება გიორგი გველესიანი

1375
2024-07-16_01-11-07_258355

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი ნოე სულაბერიძის გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იქნება.

გიორგი ბავშვობაზე, განვლილ სირთულეებზე, ოჯახსა და კარიერაზე ისაუბრებს.

„მაშინ დადიოდა ტროლეიბუსი. ხშირად გადამიგდია, იმიტომ რომ ფული არ მქონია. ფეხით წავსულვარ და დავბრუნებულვარ. მამაჩემს, იმისთვის რომ კარგად ვყოფილიყავით, არ უთაკილია არც ერთი საქმის შესრულება. შეყვარებული ამომყავს სახლში და მინდა გავაცნო და მე ეს მხვდება დასვრილი.

ისინი იყვნენ დიდებული ფეხბურთელები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი იყვნენ დიდებული მწვრთნელები. მათ დიდი წვლილი პასუხისმგებლობა მიუძღვით ამ თაობის სათანადოდ არ გამოყენებაში. მე არ მოვერიდები ამ განცხადებას. მეც კი მომადგა ცრემლები“, – საუბრობს გიორგი გველესიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები