LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ინციდენტი მადონას კონცერტზე და განრისხებული პოპ-ვარსკვლავი

714
safe-image (2)

როგორც იცით, პოპ-ვარსკვლავი მადონა ტურნე Madame X– ის ფარგლებში კონცერტებს მართავს. უკანასკნელ კონცერტზე, რომელიც დარბაზ  Palladium-ში გაიმართა, მცირე ინციდენტი მოხდა.

შოუს დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, მოულოდნელად  მუსიკა გაითიშა და რკინის ფარდამ დაშვება დაიწყო, რომელიც 9 ტონას იწონის. საბედნიეროდ, ფარდის დაშვების პროცესი შუაში შეჩერდა და არავინ დაშავებულა. მომღერლის განცხადებით, მას კიდევ ერთი სიმღერა უნდა შეესრულებინა, თუმცა მოულოდნელად ფარდის დაშვება დაიწყეს, რამაც ბუნებრივია, მადონა ძალიან გაანაწყენა.

განრისხებულმა არტისტმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაპოსტა.  საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაციის განცხადებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მომღერალმა კონცერტზე დააგვიანა და შესაბამისად, დათქმულ დროს მისი დასრულება ვერ მოახერხა. ვარსკვლავმა პოსტის ბოლოს მადლობა გადაუხადა ფანებს, რომლებიც შოუზე ბოლომდე დარჩნენ და ინცინდენტის შემდეგაც კი საკუთარი ადგილები არ დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები