ცნობილმა ინფლუენსერმა ნათია კახიძემ, რომელიც სოციალურ ქსელში ქმართან და შვილთან ერთად გადაღებული ვიდეოებით არის ცნობილი, ქორწილის გადახდა ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ გადაწყვიტა. განსაკუთრებული თარიღი ინფლუენსერმა შთამბეჭდავი და გამორჩეული ცერემონიით აღნიშნა.
ქორწილის დღე ნათიამ და მისმა მეუღლემ საკუთარი დაბადების დღეზე დაამთხვიეს. ამ დღეს ასევე ესწრებოდა მათი უმშვენიერესი ქალიშვილი — პატარა კირა, რომელიც ემოციური მომენტების უბედნიერესი გმირი იყო. კირამ ქორწინების რეგისტრატორს მშობლების ქორწინებაზე თანხმობა თავად დაუდასტურა.
ულამაზესმა პატარძალმა სამი განსხვავებული საქორწინო კაბა მოირგო. სტუმრებისთვის, ქორწილის დრესკოდად შავი ფერი იყო შერჩეული.
ღონისძიებიდან კადრებს სოციალურ ქსელებში თავად ქორწილის სტუმრები — სხვა ცნობილი ინფლუენსერები ავრცელებენ.