91 წლის ქალბატონი, ეთერ დარჩია, რომელიც მისი ქალიშვილის ვიდეოებიდან მთელმა საქართველომ გაიცნო, თავს კარგად ვერ გრძნობდა, თუმცა ახლახან გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ გამოჯანმრთელდა და გულისხმიერი და კეთილი სიტყვებისთვის ყველას მადლობას უხდის.
„თქვენმა გულისხმიერებამ და კარგმა სიტყვებმა წამომაყენა ლოგინიდან“, აღნიშნავს ეთერ დარჩია.
გთავაზობთ მის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს.