ჯორჯ კლუნი ჯიმი კიმელის გადაცემის ონლაინ სტუმარი იყო. ვარსკვლავი ფილმზე, The Tender Bar საუბრობდა, რომლის რეჟისორიც თავადაა. უეცრად მას კადრში ჯულია რობერტსი შეეჭრა, ლამაზმანმა კადრი კი ისე დატოვა, რომ არაფერი უთქვამს. ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო.
„ღმერთო ჩემო ჯორჯ, არ ვიცი, იცი თუ არა, მაგრამ შენ გვერდით ქალი ზის“, – ხუმრობდა აღტაცებული წამყვანი.
შეგახსენებთ, ჯულია და ჯორჯი ოჯახებთან ერთად ავსტრალიაში იმყოფებიან, სადაც ახალ რომანტიკულ ფილმზე, „ბილეთი სამოთხეში“ იღებენ მონაწილეობას.