LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ირაკლი ჩარკვიანის მუსიკაზე შექმნილი მიუზიკლის პრემიერაზე მაყურებელმა მსახიობები ხანგრძლივი ტაშით დააჯილდოვა

259
ირაკლი ჩარკვიანი

დავით დოიაშვილმა და ბასა ჯანიკაშვილმა ახალ თეატრში ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის მიხედვით დადგმული მიუზიკლის პრემიერა წარმოადგინეს.

სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

მაყურებლის დიდი ოვაციები და აპლოდისმენტები კარგად ჩანს იმ ვიდეოში, რომელიც ახალმა თეატრმა ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.

ასეთი სიმპათია დაიმსახურა მაყურებლის მხრიდან შემოქმედებითმა ჯგუფმა.

„მიუზიკლი „მე გადავცურავ ზღვას” ჩავაბარეთ ჩვენს საყვარელ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და კოლეგებს, ხვალიდან კი გელით პრემიერაზე თქვენ, ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, წარმატებები და მადლობა ყველას, ვინც მცირედი წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვან მიუზიკლში, თქვენ კი, ვისაც ჯერ არ შეგიძენიათ ბილეთი, იჩქარეთ, სულ ცოტა ბილეთი დარჩა ნოემბრის სპექტაკლებზე, მადლობა და გელით, შევხვდებით თეატრში…“, აღნიშნულია ახალი თეატრის განცხადებაში.

ახალ თეატრში ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი მიუზიკლის პრემიერაა!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g