LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას ხელი სთხოვა – ტელეწამყვანმა საცოლეს ულამაზესი ბეჭედი აჩუქა

14088
maqacachichua

ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ თავის რჩეულ ლიზა ჩიჩუას ხელი სთხოვა. ცერემონია ულამაზეს გარემოში შედგა, სადაც წყვილის მეგობრებიც შეიკრიბნენ. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა კი თავად სიძემ ინსტაგრამის ,,სთორებში” გამოაქვეყნა.

ლიზა ჩიჩუას ულამაზესი წითელი კაბა ეცვა. როდესაც ხელის სათხოვნელად დაიჩოქა, საცოლეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ჩემი ანგელოზი ხარ.

ირაკლიმ საცოლეს ნიშნობის ულამაზესი ბეჭედი აჩუქა. ლიზა ჩიჩუა ხელის თხოვნისას ატირდა. წყვილმა რომანტიკული მუსიკის ფონზე ცეკვაც შეასრულა.

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილს საზოგადოება უკვე ერთი წელი თვალს ადევნებს, ისინი ფოტო და ვიდეომასალით ხშირად ანებივრებენ გულშემატკივრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g