LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ირანში გიორგის „ქართველ მეფეს“ ეძახიან… იმდენად ცნობადი სახეა, ეუბნებიან ჩვენი ქართველი მეფე ხარო“ – როგორია გიორგი გველესიანის მეუღლის ცხოვრება ირანში და რა მეტსახელი შეარქვეს ქართველ ფეხბურთელს

814
გიორგი გველესიანი

„ირანში ყველაზე მეტად ჰიჯაბის ტარება გამიჭირდა, რადგან ცხელა. განსაკუთრებული შეზღუდვები არ არის. ძალიან დიდ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ გიორგის მიმართ“ – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მეუღლე, ლინდა კიკოლაშვილი საუბრობს. 

მისი თქმით ქართველ ფეხბურთელს ირანში მეტსახელად „ქართველ მეფეს“ ეძახიან.

„ირანში ყველაზე მეტად ჰიჯაბის ტარება გამიჭირდა რადგან ცხელა. განსაკუთრებული შეზღუდვები არ არის. ძალიან დიდ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ გიორგის მიმართ. იმდენად ცნობადი სახეა, იმდენად უყვართ, რომ „ქართველ მეფეს“ ეძახიან.

სადაც არ უნდა წავიდეთ ქუჩაში სავახშმოდ ან სადმე სხვაგან, ყველა მოდის, იღებენ გიორგისთან ფოტოებს, ეუბნებიან, რომ ჩვენი ქართველი მეფე ხარო“ – ამბობს ლინდა კიკოლაშვილი „დღის პოსტის“ ეთერში.

ვიდეო/ფოტო: „პირველივე შეხვედრაზე მითხრა ჩვენ ერთად უნდა ვიყოთო, მომეწონა მისი სიმამაცე… ხელი ირანში მთხოვა, ეს უპრეცედენტო ამბავი იყო ირანში, აქ არ არიან მიჩვეული მუხლმოდრეკით ხელი სთხოვოს მამაკაცმა ქალს“ – როგორ გაიცნო და რით მოხიბლა, რას ჰყვება გიორგი გველესიანის მეუღლე?

ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი უკვე წლებია, ირანში, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს.

🔹 ირანში გიორგის “ქართველ მეფეს” ეძახიან, ძალიან პოპულარულია…

🔹 ირანში გიორგის “ქართველ მეფეს” ეძახიან, ძალიან პოპულარულია… #ლინდაკიკოლაშვილი

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on პარასკევი, 05 ივლისი, 2024
mazda magti 5g