საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ამ დრომდე კლუბ „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ახლა უკვე ოფიციალურად, ფრანგული კლუბის, „ლიონის“ ფეხბურთელია.
გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი „ლიონმა“ 18 ივლისს ოფიციალურად დაადასტურა და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა კადრები ტექსტით: „ის აქ არის და ის იდეალურია“.
„ლიონი“ სიხარულით გაცნობებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე თავისი ბავშვობის კლუბში დაბრუნდა. ქართველმა თავდამსხმელმა ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს, რომელიც „ლიონთან“ 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს“, – აღნიშნულია „ლიონის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
He's here and he's perfect 👌#Mikautadze2028pic.twitter.com/NNhFd7NbtD
— Olympique Lyonnais 🇬🇧🇺🇸 (@OL_English) July 18, 2024
ამასთან, „ლიონის ოლიმპიკში“ დაბრუნებას, „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება თავად ფეხბურთელიც და წერს: „ჩემი ქალაქი, ჩემი კლუბი, ჩვენი ამბავი ამით არ დასრულებულა, ოცნება რეალობად იქცევა“.
ბავშვობის კლუბში დაბრუნების შესახებ, გიორგი მიქაუტაძემ თავად „ლიონთანაც“ ისაუბრა, კადრებს კლუბის „ფეისბუკის“ გვერდი აქვეყნებს.
🤝 L'association Mikautadze / Lacazette 🔴🔵 Vous avez hâte ? Lui aussi et il en parle dans sa première interview accordée à OLPLAY ⤵️ https://olplay.ol.fr/vod/vod.26080-interview-georges-mikautadze
Posted by Olympique Lyonnais – OL on ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2024