Coldplay-ის კონცერტზე IT-კომპანიის, Astronomer-ის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ენდი ბაირონისა და კადრების განყოფილების უფროსის, კრისტენ კაბოტის „დიდ გამოჭერას“ მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ინტერესი აღნიშნული მოვლენიდან რამდენიმე დღის შემდეგაც არ ცხრება.
ახალი კადრები ცხადყოფს, რომ ეს მხოლოდ წამიერი, სპონტანური მოვლენა არ ყოფილა. ახლახან გავრცელებულ ვიდეოში წყვილი საკვანძო მომენტამდე გაცილებით ადრე, სიმღერა, Yellow-ს ფონზე ჩახუტებული და კოცნის მომენტში არის დაფიქსირებული.
ისინი თავისუფლად, აუღელვებლად კოცნიდნენ ერთმანეთს, საოცრად შეყვარებულები გამოიყურებოდნენ და აშკარად არ იცოდნენ, რომ რამდენიმე წამში ვირუსულ სკანდალში გაეხვეოდნენ, სკანდალში, რომელმაც არაერთი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
„გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ჩემს მეუღლეს“ – ენდი ბაირონი ვრცელ და გულსაკლავ პოსტს ავრცელებს



