LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ყველა რეგიონს პატიმარი ჰყავს…მზია ამაღლობელი დღეს ყველაზე დიდი გმირია“ – ახალი თეატრის მსახიობები ბათუმიდან

217
2025-02-01_22-57-48_050294

„ახალი თეატრის“ მსახიობებმა ბათუმში, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

„ყველგან ჩავალთ, რომ ყველას მივაწვდინოთ ხმა. ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ყველა რეგიონს პატიმარი ჰყავს. დღევანდელი დღე ეთმობა მთლიანად ბათუმელებს. მოვედით რომ გავიგოთ თქვენი ტკივილი. ჩვენ ერთად გადავცურავთ ზღვას“, – ამბობს დათო დოიაშვილი.

გიორგი ბახუტაშვილის თქმით, მზია ამაღლობელი საოცარი გამბედაობის მაგალითია.

„მზიას ქალაქში ვართ და ხედავთ ეს ადამიანი რამხელა გამბედაობის მაგალითს იძლევა. შეუძლებელია ამან არ გაგაძლიეროს“, – ამბობს გიორგი ბახუტაშვილი.

ეკა დემეტრაძე მზია ამაღლობელს გმირს უწოდებს.

„ეს არის ის ქალაქი, სადაც სიმართლემ რეჟიმს სილა გააწნა და ეს ყველაზე ხმამაღალი, მათთვის შემარყეველი ძალა იყო. დღეს მზია ჩემთვის დიდი გმირია, რომელიც მეამაყება და ის აუცილებლად უნდა დავიხსნათ“, – საუბრობს ეკა დემეტრაძე.

„ყველა ქალაქში ჩავალთ და ყველას სატკივარს გავიგონებთ. მთავარია ერთობა და თანადგომა“, – აღნიშნავს, გიორგი ცხადაძე.

ნონა ქურდოვანიძე: „შიმშილობის მე-20 დღესაც მზია ამაღლობელის სიმშვიდე და სურვილი, რომ მისი შიმშილობა არ იყოს მთავარი თემა, ყველაზე მეტად მაფიქრებს“

magti 5g