მაიკო კაჭკაჭიშვილი ახალ ზაფხულის ჰიტს გვიზიარებს, რომელიც ნინი ბადურაშვილისთვის დაწერა.
ფონოგრამა უკვე მზადაა და მის დემონსტრირებას კომპოზიტორი ახლახან გამოქვეყნებული ვიდეოთი ახდენს.
„ იუჰუუუ, მაგარ სიმღერას გიმზადებთ ძალიან, აი, რომ უნდა იქანაო, ეგეთს…“, წერს კომპოზიტორი და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც უკვე გამზადებული ფონოგრამა ისმის, ნინი კი ჯერ მხოლოდ ხმას აყოლებს, თუმცა როგორც ჩანს, სიმღერა მალე იქნება მზად.
სიმღერის არანჟირებაზე ბორიკო შხიანმა იმუშავა.