LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ისეთი მაგარი ბიჭი გვყავს, ამბობს: ის ორგანო არ მჭირდება, რომელიც ჩემ მეგობარ უფალს ჩემთვის არ უნდოდაო” – ისრაელში მყოფი 8 წლის გიო კლინიკიდან გაწერეს

5824
BeFunky-collage (4)

8 წლის გიო, რომელსაც რვა წლის დათი ქოქრაშვილის მსგავსად, მთელი საქართველო გულშემატკივრობს, კლინიკიდან გაწერეს.

ამ სასიხარულო ინფორმაციის შესახებ, მოზარდის დედა წერს სოციალურ ქსელში და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

8 წლის გიოს ისრაელში რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა რეაბილიტაციის ეტაპი უნდა გაიაროს.

„მხოლოდ დათის გამოჯანმრთელება სთხოვა, რომელიც კლინიკაშიც მოინახულა და გვჯერა ამ თხოვნას შეუსრულებს „მეგობარი უფალი“ – ისრაელში 8 წლის გიოს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

“მადლობა უფალო! საავადმყოფოდან გაგვწერეს მკაცრი კონტროლით.

ახლა გიორგის სჭირდება პოზიტიური გარემო, იქ სადაც დისკომფორტს არ იგრძნობს და როგორმე დავავიწყოთ განვლილი გზა, უამრავი აპარატი, მისთვის უცხო და საშიში გარემო.

რეაბილიტაციის პროცესს ბევრად გაამარტივებსო.

ისეთი მაგარი ბიჭი გვყავს, ასე ამბობს:

“ის ორგანო არ მჭირდება რომელიც ჩემ მეგობარ უფალს ჩემთვის არ უნდოდა”. იმან უფრო იცის რა არის ჩემთვის კარგიო, პოზიტიურად შეხვდა ამ ამბავს.

რაც შეეხება ფილტვებს, იცის რომ გაეზრდება და ისევ ისეთი ექნება. თავს ბევრად უკეთესად გრძნობს, ტკივილებს ვაკონტროლებთ , ნარკოზმა და მორფმა ცოტა ხასიათი შეუცვალა, პერიოდულად ბრაზობს.

 

 

დღეს მხოლოდ ერთხელ გამიბრაზდა, წვნიანი არ მინდა იოგურტს შევჭამ შენი ხათრითო . ისე კი ჩემი და თქვენი სიყვარულით ბევრი რამ გააკეთა, რაც მოსალოდნელი არ იყო 8 წლის ბავშვისგან.

აი, ასეთი სუპერ გმირია უკვე თქვენი, ყველას მეგობარი გიორგი ბიჭი.

გადმომცა მოკითხვა, გიგზავნით მთელი გულით და გულწრფელი სიყვარულით

თქვენ კომენტარებს სულ კითხულობს”, – წერს მოზარდის დედა.

?️თიბისი: #GE98TB7222945068100007
?️საქ.ბანკი: #GE28BG0000000161845873

მიმღები: ნათია ზარიძე (დედა)
?0️⃣9️⃣0️⃣1️⃣0️⃣0️⃣0️⃣8️⃣9️⃣9️⃣ – ბილაინი/მაგთი?
საზღვარგარეთიდან დონაცია: https://www.paypal.com/paypalme/natiazaridze
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g