LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ისეთი სასაცილო და საყვარელი იყო თავისი ინდივიდუალიზმით – ცოტა იმღერა, წაუცეკვა კიდეც, ვაჟკაცურად აკონტროლებდა გარემოს“ – გიორგი ჭოხონელიძე და ანეტა ნიკურაძე შვილის ზეიმის კადრებს აქვეყნებენ

757
გიორგი ჭოხონელიძე

ნატო გელაშვილის შვილი, გიორგი ჭოხონელიძე და მისი მეუღლე – ანეტა ნიკურაძე სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს ოჯახურ კადრებს ხშირად უზიარებენ.

„3 ჭოხო“ – ნატო გელაშვილი უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს

ახლახან წყვილმა გაავრცელა ფოტო_ და ვიდეოკადრები, რომლებიც მათი შვილის, ლუკას საახალწლო ზეიმზეა გადაღებული.

„ჩვენი პატარა კაცის ზეიმი“, – წერს გიორგი ჭოხონელიძე და ფოტოებს აქვეყნებს.

ჩვენი პატარა კაცის ზეიმი 😊❤️

Posted by Giorgi Chokhonelidze on ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025

„ემოციებით დაღლილი. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი თოვლის ბიჭის პირველ სადღესასწაულო საღამოს ვესწრებოდით, გამახსენდა ყველა კადრი მისი დაბადებიდან დღემდე და მთელი არსებით წამსკდა ცრემლები. სიხარულისგან მინდოდა ყვირილი, რომ უკვე ამხელაა ჩემი შვილი, რომ ამ დროს აქ ვზივარ… ღმერთო, მადლობა, დაუვიწყარი და შეუდარებელი ემოციებისთვის.

რომ გამოვიდა, დავიწყე სიცილი, მოკლედ, ტრაგიკომედია მქონდა დღეს, გვერდიდან ალბათ ცოტა გიჟი ვჩანდი. ისეთი სასაცილო და საყვარელი იყო, თავისი ინდივიდუალიზმით, წარმოუდგენელია არ გაგცინებოდა… ცოტა იმღერა, ცოტა იჩხუბა, წაუცეკვა კიდეც, მაგრამ მაინც მკაცრად და ვაჟკაცურად აკონტროლებდა გარემოს.

ეს ემოციები არ მეორდება. კიდევ და კიდევ ძალიან დიდი სიმდიდრე შევიძინე დღეს ამ ემოციების სახით, რომელიც ჩემი შვილების მოგონებების სკივრში საოცარი სითბოთი შეინახება“, – წერს ანეტა ნიკურაძე „ფეისბუკში“ და გამომწერებს შვილის ზეიმზე გადაღებულ ვიდეოს ფრაგმენტს უზიარებს.

ფოტო: „ღმერთო, როგორ მიყვარს ეს დღე… ეს ის დღეა, რომელშიც არც ერთ წამს არ შევცვლიდი, ზუსტად ის სიყვარულის ზღაპარი იყო, რომელზედაც ჩემს ფიქრებში ჩუმად მიფიქრია ქალურად…“ – გიორგი ჭოხონელიძე და ანეტა ნიკურაძე ქორწინების 4 წლის იუბილეს აღნიშნავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g