ვიზაჟისტი და „ტიკტოკერი“ ლიკა გაგნიძე, რომელმაც სიმსივნე ერთხელ უკვე დაამარცხა, ბრძოლას თავიდან იწყებს.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ლიკა გაგნიძე აცხადებს, ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი ხელმეორედ დაუსვეს და ახლა მიმდინარეობს გამოკვლევების ჩატარება, რომლის შემდგომაც დადგინდება, ესაჭიროება თუ არა ოპერაციის გაკეთება.
ლიკა გაგნიძე აცხადებს, რომ ქიმიის გაკეთება და მიმდინარე კვლევები ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისთვისაც საზოგადოებას, რომელსაც ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნება, დახმარებას სთხოვს.
„სიტყვებს ვერ ვუყრი ახლა თავს მაგრამ, ისევ იგივე მითხრეს… ისევ იგივე გზა მაქვს გასავლელი, უფრო რთული… 6 ქიმია მითხრეს მაგრამ, ახლა კატე უნდა გადამიღონ და ჩემი მდგომარეობა კიდევ უნდა გავიგოთ საოპერაციო ვიქნები თუ არა…
ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი და მიჭირს თხოვნა მაგრამ, დახმარება მჭირდება… ძალიან მინდა ძალა მოვიკრიბო და ჩვეულებრივად ვყვებოდე ამ ყველაფერს მაგრამ არ გამომდის…
თქვენი იმედი მაქვს. ჩვენ ვეღარ ვუმკლავდებით ფიზიკურად. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი.
ანგარიშის ნომერს დავწერ და ვისაც სურვილი გაქვთ, რომ დამეხმაროთ… ახლა ყველაზე მეტად მჭირდება თქვენი დახმარება“, – ამბობს ლიკა გაგნიძე.
პირადი ნომერი: 35001118546
თიბისი ბანკი: #GE21TB7443645064300083
საქართველოს ბანკი: #GE41BG0000000525932811
