LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ისევ წითელი ხალიჩა და საქართველოს დროშა…“ – თამო ვაშალომიძემ ვენეციის კინოფესტივალზე კვლავ გაიბრწყინა: რა მიმართვას ავრცელებს TamoSkin-ის დამფუძნებელი

2000
თამო ვაშალომიძე (1)

მოდელი და TamoSkin-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე უკვე მეორედ წარდგა ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე.

თამო ვაშალომიძემ ფესტივალის წითელ ხალიჩაზე გადაღებული კადრები მცირე ხნის წინ გამოაქვეყნა საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე და ამ პრესტიჟულ ღონისძიებაზე კვლავ გამოჩენის მიზეზიც დაასახელა.

„ვენეციის ფესტივალზე TamoSkin-ის სტენდი იდგმება… ახლა დილის შვიდი საათია, მივდივართ, სტენდი უნდა დავდგათ. ამ წელს TamoSkin არის ერთ-ერთი სპონსორი ვენეციის 82-ე კინოფესტივალის. ჩემთვის ეს არის უდიდესი წინსვლა, რაც ერთი წლის განმავლობაში გავაკეთე.

ვერც კი წარმოვიდგენდი, შარშან, როდესაც პირველად გამოვედი წითელ ხალიჩაზე, ამდენი რაღაც მოჰყვებოდა ერთ გამოსვლას… ზუსტად ვენეციის წითელი ხალიჩის წინ იქნება TamoSkin-ის სტენდი რა თქმა უნდა, საქართველოს დროშით, მე ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g