ზაზა ხალვაში, ქართველი რეჟისორი, რომელიც თავის ბოლო ფილმზე მუშაობისას გარდაიცვალა… ქართული კინოცენტრის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მის ახლად დასრულებულ ფილმს სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნეს, სადაც იშვიათი საარქივო კადრებია შესული.
„ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე” – ცნობილი ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარია. ერთ ეზოში გადაღებული შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე.
სამწუხაროდ, რეჟისორი ფილმზე მუშაობის პერიოდში გარდაიცვალა. შემოქმედებით ჯგუფს გამოაკლდა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ზურაბ ქავთარაძეც.
ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ იშვიათი კადრები ფილმის გადასაღები მოედნიდან და საინტერესო ისტორიები, რომელიც „ლოტოს” შექმნას სდევდა თან“, აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის პოსტში.