ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი საერთაშორისო ვიზიტორებს მოუწოდებს, რომ ჩამოვიდენ ულამაზეს საქართველოში და იმოგზაურონ. რან გიდორის ვიდეომიმართავს ქართული ტურიზმის მხარადასაჭერად შექმნილი სპეციალური ჯგუფი – Spend 4 Seasons in Georgia ავრცელებს.
„ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი უერთდება კამპანიას და მოგიწოდებთ, იმოგზაუროთ ულამაზეს საქართველოში. დიდ მადლობას ვუხდით ელჩს კამპანიის მხარდაჭერისთვის“, – წერს Spend 4 Seasons in Georgia.
აღსანიშნავია, რომ რან გიდორი ვიდეორგოლში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებაზე და ქვეყნის, როგორც უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილზე საუბრობს. გარდა ამისა, ისრაელის ელჩი ამბობს, რომ ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია და აქ სანახავი ძალიან ბევრია: მშვენიერი ლანდშაფტები, ღვინო, გადასარევი საკვები, უძველესი ტრადიციები, მთები, შავი ზღვის სანაპირო….
შეგახსენებთ, საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობას 1-ლი ივლისიდან გეგმავს. ქვეყანა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ისრაელთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც ძალიან წარმატებით გაუძღვნენ პანდემიასთან ბრძოლას და მათაც დაბალი რაოდენობა ჰყავთ ინფიცირებულების.