ისრაელში ტერაქტს ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტრაგიკულად გარდაცვლილი პირი, ილია ნოზაძეა. ის ხაშურიდან იყო და 8 წლის განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა. ილია ნოზაძეს ორი შვილი დარჩა.
როგორც „ფორტუნასთან“ ემიგრანტმა დალი გვათუამ თქვა, მან ილია ორი დღის წინ ნახა.
„ვიცნობდი, ოჯახმა იცის. მეც ისრაელში ვარ. კარგი ნაცნობი იყო. ორი დღის წინ შემხვდა, გადამკოცნა, როგორ ხარ დალი დეიდაო, სასწაული მოხდა,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ დალი გვათუა.