საქართველოს ეროვნული ნაკრები მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივარს მიმართავს:
„მოგესალმებით, მადლობა ყველას თამაშზე მოსვლისთვის და გულშემატკივრობისთვის. ისტორიული ერთი ქულა ავიღეთ და ყველას გილოცავთ.
შევხვდებით 26-ში პორტუგალიასთან. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და იმედია ერთად გავიმარჯვებთ“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.
მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მთავარი ფოტო: ეროვნული ნაკრები