LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში აგვისტოში მოთოვა

600

იტალიის ალპებში მოთოვა. უჩვეულო მოვლენის მომსწრეები ლომბარდიის რეგიონში მაცხოვრებლები გახდნენ. 20 სანტიმეტრზე მაღალი ნალექი მოვიდა იტალიაში ყველაზე დიდ სტელვიოს ეროვნულ პარკში. ეს სწორედ ის პარკია სადაც ცნობილი სტელვიო–პასოს ტრასა მდებარეობს. ავტომოყვარულთა საყვარელი ლოკაცია სიმაღლით მეორეა ევროპაში და 60 მკვეთრი მოსახვევით გამოირჩევა. რეგიონისთვის დიდთოვლობა და ზვავები საკმაოდ ხშირი მოვლენაა, თუმცა არა აგვისტოს თვეში. როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ ხვალისთვის ჰაერის ტემპერატურა ისევ 30 გრადუსამდე გათბება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები