26-დან 28 თებერვლის ჩათვლით ბოლონია Slow Wine (ნელი ღვინო) ფესტივალს უმასპინძლებს. ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობას 26 ქვეყნის წარმომადგენელი 500 მეღვინე მიიღებს.
ღვინის მეწარმეები გაერთიანდებიან, რათა შექმნან ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ღვინო და თან კლიმატის ცვლილების შედეგებსაც განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ მათ საკუთარ თავზე უკვე გამოცადეს გარემოში მიმდინარე პროცესების შედეგები. თუმცა, მხოლოდ ნეგატივზე რომ არ ვისაუბროთ, დადებითიც ბევრი მოხდა. მაგალითად, გაიზარდა ეკოლოგიური მევენახეობა და ფესტივალზე ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებად დაუთმობენ.