მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი იტალიური ქორწილის ახალ კადრებს აქვეყნებს.
შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა, ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძე რამდენიმე დღის წინ, კომოს ტბაზე იქორწინეს. აღსანიშნავია, რომ ქორწილი შორენას დაბადების დღეს დაემთხვა, ის 8 ივლისს 44 წლის გახდა.
ვიდეო: შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა იტალიაში იქორწინეს – კადრები კომოს ტბიდან
შორენამ არჩევანი სადა, თეთრ საპატარძლო კაბაზე შეაჩერა, მისმა რჩეულმა კი კლასიკური შავი ლუქი მოირგო.
აღსანიშნავია, რომ ულამაზესი კაბა, რომელიც შორენა ბეგაშვილს ქორწილის ცერემონიაზე ეცვა, საერთაშორისო ბრენდს, მოდის სახლს Fjolla Nila-ს ეკუთვნის. აღნიშნული მოდის სახლის მიერ შექმნილი კაბების ფასები 2 000-3 000 ევროს ფარგლებში მერყეობს.
გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, ახლადდაქორწინებულმა წყვილმა საფრანგეთში იმოგზაურა.
