განათებული ნაძვის ხეები, მინიატურული თოვლის ბაბუა და ელფები, სხვადასხვა ზღაპრის გმირები ტყეში – საახალწლო დეკორაცია ივანიშვილების სახლში ზღაპრულ სანახაობას ქმნის.
ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ არც ამჯერად უღალატეს ტრადიციას და სოციალურ ქსელში საახალწლო დეკორაცია გაუზიარეს საზოგადოებას.
ბერა და ნანუკამ “ინსტაგრამის” ოფიციალური გვერდის საშუალებით ხალხს ახალი წელი მიულოცეს და ვიდეო გამოაქვეყნეს.