ოთო ბაზერაშვილი „იმედის დღეს“ სტუმრობდა.
მომღერალმა მის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსა და განვლილ წლებზეც ისაუბრა.
ოთომ გაიხსენა, როგორ აღმოაჩინა დედამ მასში სიმღერის ნიჭი და როგორ სწავლობდა სრულიად პატარა „იუთუბში“ სიმღერებს.
„ჩემი ახალი სასწავლო წელი დაიწყო ჟრიამულით, რადგან შევედი ახალ სკოლაში, დირექტორი ძალიან კარგად დამხვდა, ბავშვებიც ძალიან კარგები შემხვდნენ.
ძალიან მაგარი სკოლაა, გარემო, მასწავლებლები, ბავშვები.
მე და შავნაბადას ხელმძღვანელი დათო ცინცაძე ერთად ვფიქრობდით, რომელ სკოლაში წავსულიყავი და ბოლოს შევჯერდით თბილისის საერთაშორისო სკოლაზე. ძალიან დიდი მადლობა დათო მასწავლებელს და სკოლის დირექტორს…“-თქვა ოთომ.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, სიმღერის ნიჭი მასში დედამ აღმოაჩინა.
„4 წლის ვიყავი, როცა დედაჩემმა აღმოაჩინა ჩემში ნიჭი. ბაღში გვყავდა მუსიკის მასწავლებელი, ვერიკო სახიაშვილი, გვასწავლიდა საბავშვო სიმღერებს. შემდეგ უკვე „იუთუბში“ ვისწავლე სიმღერები,“ – აღნიშნა ოთომ.