LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „იყო გარკვეული გართულებები…კეთილი იყოს შენი სახლში მობრძანება, პრინცესა მატილდა“ – თაკო საზინას და მის ახალშობილ გოგონას ზღაპრულად მორთული სახლი დახვდა

3458
2024-08-25_23-43-37_754130

ბლოგერი თაკო საზინა, რომელიც ცოტა ხნის წინ დედა გახდა, გამომწერებს სამშობიაროში და სახლში გადაღებულ ულამაზეს კადრებს უზიარებს.

თაკო ამბობს, რომ მშობიარობის დროს იყო გარკვეული სახის გართულებები, თუმცა მედიკოსების პროფესიონალიზმის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ბლოგერის თქმით თავის უსაყვარლეს შვილთან ერთად უკვე სახლში გაეწერა:

ფოტო: „არაფერი არ შეედრება ამ გრძნობას ამ ქვეყანაზე, როგორიც შვილთან პირველი ჩახუტებაა“ – თაკო საზინა დედა გახდა

„წავედით სახლში ჩვენს პრინცესასთან ერთად   
უღრმესი მადლობა ჩაჩავას კლინიკას ასეთი მზრუნველობისთვის, თითოეული ადამიანისგან უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი 
განსაკუთრებული მადლობა ბატონ ზურა დარახველიძეს ოქროსხელება ნინოსთან ერთად ჩემს შემთხვევაში იყო გარკვეული გართულებები და მადლობა ღმერთს რომ სანდო ადამიანების ხელში ვიყავი  
ერთია კლინიკა შეავსო პროფესიონალებით და მეორეა დააკომპლექტო უთბილესი და უსაყვარლესი გუნდით, ზუსტად ის გარემოა, რაც ახალ ნამშობიარებ ქალს ყველაზე მეტად სჭირდება“ – წერს თაკო საზინა.  

„კეთილი იყოს შენი სახლში მობრძანება, პრინცესა მატილდა“, – წერს ასევე ბლოგერი.

„წავედით სახლში ჩვენს პრინცესასთან ერთად“ – რა კადრებს გვიზიარებს თაკო საზინა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედა გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g