თეატრისა და კინოს მსახიობს, ნინო ლეჟავას 50 წელი შეუსრულდა.
22 აპრილს, ნინო ლეჟავას 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო აღინიშნება
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ნინო ლეჟავა სტუმრობდა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას, „ჩვენის ოჯახი“.
გადაცემაში მსახიობმა განვლილ ცხოვრებასა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეეჭიდა, თუმცა მისივე თქმით, ეს სიძნელეები მას პოზიტიურმა ფიქრებმა გადაატანინა.
„წლები იყო საშინელი პერიოდი, 14-15 წელი ყველაფერი უკან-უკან მიდიოდა, ფაქტობრივად, ორი სახლის დაკარგვა… დავჯექი და დავიწყე ფიქრი, ძალიან ცუდი რამ მოხდა, ძალიან მტკივნეული იყო, ჩემი ბავშვობის კერა, ჩემი საყვარელი მშობლების ადგილსამყოფელი.. ვამბობდი, ღმერთო, მადლობა, რომ შვილები მყავს ჯანმრთელი, აი ეს არის ყველაზე მთავარი, ყველაფერს ეშველება, ვთქვი, რომ 137-ჯერ დავიწყებ ნულიდან, ოღონდ შვილებს რაიმე პრობლემა არ შეექმნათ.
იმას მაინც ვახერხებდი, რომ შეძლებისდაგვარად, ჩემს შვილებს არ მოშიებოდათ, არასოდეს არაფერზე უკან არ დამიხევია“, – აღნიშნა ნინო ლეჟავამ.
მსახიობი ნინო ლეჟავა სტუმრად „ჩვენს ოჯახში“💬„14-15 წელი ყველაფერი უკან მიდიოდა, ორი სახლის დაკარგვა.. ბევრი ცუდი რამე მოხდა…“ მსახიობი ნინო ლეჟავა სტუმრად „ჩვენს ოჯახში“❤️ #ჩვენიოჯახი
Posted by ჩვენი ოჯახი on კვირა, 21 აპრილი, 2024