გენო ნადირაშვილს შვილის დაკრძალვიდან მეორე დღეს, „თბილისობის“ დღესასწაულზე სიმღერა კოლეგების მიმართ პატივისცემამ გადააწყვეტინა.
ამის შესახებ პეტრიაშვილმა „სიცრუის დეტექტორში“ ისაუბრა.
„ჯან-ღონით სავსე ბიჭი დამეღუპა. 6 ოქტომბერს შვილი დავკრძალე, მეორე დღეს იყო კონცერტი…7-ში გამოვედი და ვიმღერე.
ძალიან რთული იყო, კონცერტზე შავი პერანგით გამოვედი. მაყურებელმა ყველაფერი იცოდა.
არ მახსოვს რა ვიმღერე, როგორ ვიმღერე, მაგრამ რომ მოვრჩით სიმღერას, ტაშით მივხვდი, რომ დიდი მიღწევა იყო. ორი სიმღერა ვიმღერე. ჩამოვედი სცენიდან და ისევ გულმწუხარედ ვიყავი.“ – აღნიშნა გენო ნადირაშვილმა.