იტალიელი მილიონერის, ჟანლუკა ვაკის რჩეულის, შერონ ფონსეკას ორსულობის შესახებ ჯერ კიდევ მაისში გახდა ცნობილი. ამის შესახებ მოცეკვავე მილიონერმა „ინსტაგრამზე“ თავად დაწერა. მოგვიანებით ორსული შერონი ხშირად ჩნდებოდა ვიდეოებში პოპულარულ ვაკისთან ერთად. მილიონერს ,,ინსტაგრამზე” 18 მილიონი გამომწერი ჰყავს.
ამჯერად კი ჯანლუკა ვაკიმ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის უკვე სამშობიარო სახლში იმყოფება. ვიდეოდან ჩანს, რომ ის მომავალი შვილის დაბადებას თავადაც ესწრება, ცეკვავს და მშობიარე საცოლეს ამხნევებს.