ასოციაცია Global NCAP-მ ყველგანმავალი Mahindra Thar–ის ანუ „ჯიპის“ ბიუჯეტური ვერსიის გამოცდა გადაწყვიტა. ტესტის შედეგები დამკვირვებლებისთვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კროსოვერს მხოლოდ ორი უსაფრთხოების ბალიში აქვს, მან ოთხი ვარსკვლავი და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
ხუთი ვარსკვლავიდან ოთხი – Mahindra Thar–ისთვის ნამდვილად არნახული წარმატებაა. კროსოვერის ფასი ინდურ ბაზარზე მილიონ რუპიაზე ნაკლებია და მისგან უსფართხოების მაღალ სტანდარტებს არავინ ელოდა.
თუმცა, გაირკვა რომ მოდელს საკმაოდ მყარი კონსტრუქცია აქვს, მანეკენებს რომლებიც მგზავრების როლს ასრულებდნენ, თავიცა და კისერიც მაქსიმალურად დაცული ქონდათ. მინუსია ის რომ ფეხებისთვის მცირე ადგილია გამოყოფილი და წინა პანელთან მიმართებაში საფრთხეებიც არსებობს.
მაღალი ქულით შეფასდა ბავშვების უსაფრთხოებაც და ამ კრიტერიუმით Mahindra–მ 49 ქულიდან 41 დაიმსახურა.