LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯეი ლომ 56 წლის იუბილე უსიმპათიურეს მამაკაცთან ფლირტით აღნიშნა

276
page

ჯენიფერ ლოპესს 56 წლის შეუსრულდა. ის ახლა ტურნეს ფარგლებში იტალიაში იმყოფება. არტისტმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა. როგორც ჩანს მან იუბილე უსიმპათიურეს მამაკაცთან ფლირტით აღნიშნა.

„როგორი ამაღელვებელია ეს ყველაფერი!!! სპეციალურად ჩემი იუბილესთვის შექმნა JLo Birthday Cake Latte. უზომოდ გავერთე მისი დამზადებისას!“, – ასე დაასათაურა ფოტოების სერია ჯეი ლომ, რომელშიც ის მზარეულს ტორტს სახეზე აზელს.

ცნობისთვის, დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჯეი ლომ მიმდინარე ტურნეს ერთ-ერთ კონცერტზე მსმენელს სიურპრიზი მოუწყო და ახალი სიმღერა წარუდგინა.

Birthday – ასე ჰქვია ტრეკს, რომელსაც პუბლიკა ოვაციებით შეხვდა. აღსანიშნავია, რომ Birthday არ არის ერთადერთი ახალი სიმღერა, რომელიც არტისტმა ბოლო დროს გამართულ კონცერტებზე პირველად შეასრულა. Up All Night Tour-ის ფარგლებში სიმღერის – Wreckage of You პრემიერაც შედგა, რომელიც მისი ბენ აფლეკთან დაშორებითაა შთაგონებული.

ჯენიფერ ლოპესმა დაბადების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო სიმღერა წარადგინა

ვიდეო: „ამ შოუს ჰქვია: ბენ, შემხედე!“ – 55 წლის არტისტის შოკისმომგვრელი პერფორმანსი

„შენ მე დამანგრიე“ – ბენ აფლეკზე ამღერებული ჯეი ლო და დრამატული მიძღვნის შემდეგ ბენ აფლეკის გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები